"დღეს ტურიზმის სექტორში რთული ვითარებაა, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან ნებისმიერ აქცია პირდაპირ ურტყამს ტურიზმს სექტორს," - ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში 2 დიდი სასტუმრო დაიხურა, ერთ-ერთია Best Western-ის ბრენდის და მეორე - Novotel-ი, რომელიც ახალი გახსნილი იყო.
„დღესდღეობით, ტურიზმის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. საჭიროა ვისაუბროთ პრობლემებზე, რომ ბევრი ბიზნესი ხვალ დახურვას გადავარჩინოთ . რასაკვირველია ეს ბიზნესიდანაც გამომდინარეობს, თუ სწორად არ არის დაგეგმილი და აწყობილი, შესაძლოა ამის დამსახურებაც იყოს ეს. ამიტომ ვახსენე 2 ბრენდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და საერთაშორისო ბრენდები არიან.
ზოგადად, 11 სასტუმროზეა საუბარი, აქედან 2 საერთაშორისოა. შეიძლება, პატარა ქართულ ბუტიკ სასტუმროს არ აქვს გამოცდილება, თუმცა საერთაშორისო ბრენდი როდესაც შემოდის ქვეყანაში, ის სწავლობს ბაზარს და იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. ასე, რომ სასტუმრო ბიზნესის მხრიდან ხშირად არის პრობლემები, თუმცა, ახლა ის მდგომარეობა არ არის, რომ ამას დავაბრალოთ.“-აღნიშნავს, ვალერი ჩეხერია.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია, ამიტომ საჭიროა მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების ჩამოყვანა და კონკურენტუნარიან ბაზარზე მუშაობა, რათა ბევრი ბიზნესის დახურვა თავიდან იქნას აცილებული.