logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ირაკლი ქარსელაძე - ოზურგეთში ურბანული განახლების პროექტების გრძელდება

ირაკლი ქარსელაძე - ოზურგეთში ურბანული განახლების პროექტების გრძელდება

1725609120

„ოზურგეთში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ურბანული განახლების პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ასეთი ტიპის პროექტები დამატებით მუხტს შესძენს იმ პოტენციალს, რომელიც ოზურგეთს გააჩნია და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც მოსახლეობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის“,-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის შემდეგ.

ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში,  რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მ სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველო ბილიკები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას,  ქუჩის ელექტრო მომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელს.

„ძალიან დიდი საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა  სანიაღვრეების, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციების განახლების მიმართულებით. მთლიანად მიწის ქვეშ მოექცა შესაბამისი საინჟინრო ქსელები. მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების - პარკების სრული რეაბილიტაცია, სადაც რეკრეაციული ფუნქციის გარდა, გაჩნდა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მოეწყო კაფე და სხვა ტიპის საინტერესო ინფრასტრუქტურა. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც როგორც კერძო სექტორი, ისე მოსახლეობა თვისობრივად ახალ მომსახურებებს მიიღებს,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 

კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.6 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ოზურგეთში უკვე დასრულდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების) განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სხვადასხვა დანიშნულების შენობას, განახლდა გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედანი, განთავსდა მოსასვენებელი სკამები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკსა და მიმდებარე შენობებს, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბოლიკები, გარეგანათებები, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ურბანული განახლების პროექტების განხორციელების შედეგად, შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ურბანული იერსახე, შეიქმნა ახალი მიზიდულობის სივრცეები, როგორც ქალაქის მოსახლეობისათვის, ისე მისი სტუმრებისათვის.

გამოგვყევით