logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

კახა კალაძე: როცა "დინამო არენას" ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ჩვენ ხელს შევუწყობთ

კახა კალაძე: როცა "დინამო არენას" ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ჩვენ ხელს შევუწყობთ

1725964271

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ თბილისის მერიას რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ რაიმე სახის ნებართვაზე, კახა კალაძის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობა იქნება.

„პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოგვყევით