logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

1767179117

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციის მიზნით, ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ტენდერები გამოცხადდა: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ღელეზე არსებულ სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 734 256 ლარს შეადგენს და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე ღელეზე არსებულ სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სავარაუდო ღირებულებით 431 500 ლარი.

არსებული ხიდები დაზიანებულია და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობა.

პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

შესყიდვის ბმულები:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655372&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655513&lang=ge

გამოგვყევით