logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რევაზ სოხაძე - გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო

რევაზ სოხაძე - გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო

1768201652

,,გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“  სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, რაც პროექტის მასშტაბსა და სირთულეს ნათლად წარმოაჩენს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი შრომაც იდგა ამ პროექტის უკან  იდეის დაბადებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

მისივე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება და მისი რეალიზება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო. როგორც მან აღნიშნა,  ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა.

რევაზ სოხაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე მცირე მონაკვეთი. მათ შორისაა სამტრედიის ე.წ. ხიდის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის მონაკვეთზე უკვე გახსნილია 8-კილომეტრიანი გზა - ლანჩხუთის შემოვლითი მონაკვეთი. გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრი, ასევე 3-კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება იყოს პრაქტიკულად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სამტრედიის მონაკვეთს. საგზაო მიმართულებით გასული წელი მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გამოგვყევით