logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სოფელ ნიჩბისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ნიჩბისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

1721967240

ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება. ამის შესახებ  ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალუტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება .პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, საბავშვო და სპორტული კუთხეები. საბავშვო სივრცეში განთავსდება ორდონიანი ატრაქციონი, რომლის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, დაიფარება კაუჩუკის საფარით. მოეწყობა სავარჯიშო ტრენაჟორები, დაიდგმება ტენისის მაგიდა და განთავსდება ფანჩატური. სავალ ნაწილზე დაიგება ქვაფენილი.

სკვერი შემოიღობება რკინის კონსტრუქციით. განთავსდება მოსასვენებელი სკამები და ურნები. განათდება დეკორატიული სანათებით.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 248 864 ლარს შეადგენს.

გამოგვყევით