logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საოპერაციო რეჟიმში იქნება" - თამარ იოსელიანი

"2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საოპერაციო რეჟიმში იქნება" - თამარ იოსელიანი

1788368270

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი აცხადებს. 

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და ის გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.

გამოგვყევით