logo
Loading data...

ბათუმის "გმირთა ხეივნის" რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა

ბათუმის "გმირთა ხეივნის" რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა

1717656600

ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.

ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე 1 კმ სიგრძის „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციის  პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში, განახორციელა.

პროექტის მიხედვით, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველო-სადგომები და დამონტაჟდა 2118 ცალი სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათი.

ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის,  ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.

ხეივანში შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის 12000 მწვანე ნარგავით (ხე, ბუჩქი).

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის  საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა  პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალ ფუნქციური განათებებით. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.

გმირთა ხეივანი,მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. პროექტი, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები დასრულებულია და ახალი ტურისტული სეზონისათვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე უკვე შეემატა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით