logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

1776348005

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების  შესრულების  ვადად 8  თვე განისაზღვრა.

ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი 4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად,  გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოწეყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები.

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება ავტოსადგომი, რომელიც ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  პირებისთვის.

ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების,  განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.

"ბაზისბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი - ბექა დოჭვირი

"ბაზისბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი - ბექა დოჭვირი

გამოგვყევით