logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დუშეთსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად გრძელდება

დუშეთსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად გრძელდება

1755842671

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს აგრძელებს ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში–  ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურში.

პროექტის ფარგლებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე მოადგილეებთან და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

დუშეთში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია და საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა 80 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და დამონტაჟდება 4 557 აღრიცხვის კვანძი. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და არსებულ რეზერვუარებს.

პროექტის ღირებულება 37 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის განხორციელების შედეგად, დუშეთის, ჟინვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

გამოგვყევით