logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

1775572560

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში  „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება  მრავალფუნქციური  ცენტრი, რომელიც  ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

პროექტის მიხედვით, გურჯაანის „ღვინის ქალაქში“  უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო,  მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო  სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.

გამოგვყევით