logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა

1762240131

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, რიონის სანაპიროზე  დაგეგმილია შეიქმნას  მრავალფუნქციური პარკი, რომელიც რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.  ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, ასევე,  მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, ადრევნები სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას.   სარეკრეაციო სივრცის  ტერიტორიაზე  უნდა მოეწყოს  თანამედროვე ავტოსადგომები,  ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც  მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

გამოგვყევით