logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რუსთავსა და გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

რუსთავსა და გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

1747217336

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ახორციელებს.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მიმდინარეობს რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გამავალი 8.6 კმ-იანი და 10 კმ-იანი საგზაო მონაკვეთების დაზიანებული საფარი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში, იგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითთა გადასასვლელები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები.

ორივე მონაკვეთის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, დაახლოებით, 31 მილიონი ლარია, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარეობს, ასევე, რუსთავი–ჯანდარას საავტომობილო გზის 8.5 კმ-იანი დაზიანებული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობასა და საგზაო ნიშნების განახლებას.

სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 7.5 მილიონი ლარის ბიუჯეტი. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

გამოგვყევით