logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

1747205806

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო კურსის ავტორები  არიან  რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის  მქონე პროფესიონალები.

სასწავლო კურსი განკუთვნილია:

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში; 

ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი  აუდიტის მექანიზმებით; 

იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები; 

ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა  და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx

გამოგვყევით