logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 15.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 15.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1747120806

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

აქედან, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.

გამოგვყევით