logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბრენდი "ჩერი" სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჯორჯიამ" იყიდა

ბრენდი "ჩერი" სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჯორჯიამ" იყიდა. როგორც "დიპლომატ ჯორჯიაში" "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, კომპანიამ "ჩერის" ბრენდი, როგორც ინტელექტუალური საკუთრება შეიძინა. 

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს კომპანია "ჩერის" მიერ წარმოებული ყავის ყიდვა  ქსელურ მარკეტებში ისევ შეუძლია.

"ვიყიდეთ ბრენდი, როგორც ინტელექტუალური საკუთრება. მათ შორის, სახელი, ლოგო და ა.შ. პროდუქციის წარმოება გრძელდება, რათა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იყოს", - აცხადებენ "დიპლომატ ჯორჯიაში".

ბრენდის გაყიდვა "ბიზნესპარტნიორს" ყავის მწარმოებელ კომპანია "ჩერიშიც" დაუდასტურეს.

ცნობისთვის, სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჯორჯიამ" საქართველოში საქმიანობა 2008 წელს დაიწყო. კომპანიის პორტფოლიოში შედის ცნობილი ბრენდების, მათ შორის, PROCTER & GAMBLE, NESTLE, TOFITA, GILLETTE და სხვ. იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში.

რაც შეეხება კომპანია "ჩერის" - კომპანიამ საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება 2012 წელს დაიწყო.

გამოგვყევით