ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ორ საფეხბურთო მოედანს აშენებს.
"ტექნიკური ცენტრის ფარგლებში აშენდება ორი სავარჯიშო სტადიონი, რომელთაგან ერთს ექნება 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება მსაჯის, მწვრთნელის, სამედიცინო და საკონფერენციო ოთახები. ორივე მოედანზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება,"- ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.