logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საგარეჯოში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და  სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი გამოცხადდა

საგარეჯოში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და  სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი გამოცხადდა

1771330842

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და  ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ცენტრში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის  გასახდელები, საშხაპეები,  სამედიცინო ოთახი და  ტექნიკური სათავსოები.

ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გამოგვყევით