logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

1767966641

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

"მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი  სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება,"-ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით