logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

შიდა ქართლში სარწყავი არხები გაიწმინდა

შიდა ქართლში სარწყავი არხები გაიწმინდა

1712140225

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს.  სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის  დაახლოებით 3 კმ სიგრძის მაგისტრალური  არხი გაიწმინდა. 

"სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების  2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.  მოწესრიგებული სარწყავი სისტემით სოფელ ქვედა ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის,  სასირეთის, რუისისა და  ურბნისის ფართობები ირწყვება, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 
 


  

გამოგვყევით