აგვისტოში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 137 მლნ ლარით გაიზარდა და სექტემბრისთვის 6.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. მოთხოვნა თანდათან ნორმალიზდება. მაისში 200 მლნ -ს აღემატებოდა, ივნისში 185 მილიონს.
სებ-ის სტატისტიკით, პარალელურად მაისში სებ-მა 300 მლნ ლარზე მეტი, 2 აუქციონით (16/05,28/05), ივნისში კი 172 მლნ ლარამდე ამოიღო, $60 მილიონიანი სავალუტო ინტერვენციით. ივლისში ინტერვენციისთვის არ მიუმართავს. BMatch-ზე წმინდა გაყიდვებმა $9.1 მილიონი შეადგინა.
07/2024-ში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის აქტივობები თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებზე მოდის (97.5%)
ეროვნული ბანკის წილი მთლიან ვაჭრობაში 0.1% -ია.
ივლისში რეფინანსირების სესხები 50 მილიონით, 3.616 მლრდ ლარამდე გაიზარდა და აგვისტოში კიდევ 90 მილიონი მიემატა. ერთდღიანი სესხის ნაშთი აგვისტოში 20 მილიონით შემცირდა, 200 მლნ-მდე და სექტემბრის დასაწყისში დაიფარა (195 მილიონით შემცირდა).
ივლისში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა და 20 მლნ ლარის ღირებულების სამთვიანი
სადეპოზიტო სერტიფიკატი გაიცა. ამავე პერიოდში 20 მლნ ლარის ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაიფარა.
შესაბამისად, წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთი არ შეცვლილა და ივლისის ბოლოს
ნაშთმა 60 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა აგვისტოში სრულად დაიფარა.
სებ-ის წილი მთლიან სავალუტო ვაჭრობაში თვეების მიხედვით
|
2024 |
2023 |
ივლისი |
0.1% |
9.1% |
ივნისი |
3.3% |
5.0% |
მაისი |
3.7% |
5.2% |
აპრილი | 2.3% |
10.8% |
მარტი |
4.3% |
7.2% |
თებერვალი |
3.0% |
3.4% |
იანვარი |
0.3% |
4.9% |
წყარო: სებ-ი