logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA-ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა

"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA-ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა

1725347627

„მეტროპოლის“ ფინანსური აღმავლობა სტრატეგიული ხედვით - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო მედია CEO INSIGHTS ASIA მეტროპოლის ფინანსურ დირექტორზე, გოჩა ხუდოიანზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ფინანსურ და სტრატეგიულ წარმატებაში ფინანსური დირექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორი სტრატეგიული ფინანსური ხედვა კომპანიის მდგრადი განვითარებისა და წარმატების საწინდარია. სტატიაში, რომელიც, აზიის მასშტაბით, რეიტინგით მესამე სააგენტოზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ გოჩა ხუდოიანი, „მეტროპოლის“ CFO, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების დახმარებით დეველოპერული კომპანიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

CEO INSIGHTS ASIA წერს, რომ გოჩა ხუდოიანი „მეტროპოლის“ გუნდს 2022 წლიდან შეუერთდა და კომპანიაში ახალი ხედვის ფინანსური დისციპლინა, ტექნოლოგიური ინოვაციები და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები დანერგა.

CEO INSIGHTS ASIA-მ „მეტროპოლის“ ფინანსურ დირექტორთან ინტერვიუ ჩაწერა:

CEO INSIGHTS ASIA: გაგვიზიარეთ უძრავი ქონების მიმართულების აქტივობები, რითაც ახლა თქვენს კომპანიაში ხელმძღვანელობთ.

გოჩა ხუდოიანი, „მეტროპოლის“ ფინანსური დირექტორი: „მეტროპოლის პროექტები ხაზს უსვამს ჩვენს ინოვაციურობას, მდგრადობასა და სტრატეგიულ ზრდას. ჩვენ 5 მიმდინარე პროექტი გვაქვს თბილისსა და ბათუმში. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა სულ მალე, 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. 2026 წლის ბოლოს დასრულდება „მეტროპოლ ქავთარაძე“, ყველაზე დიდი კომპლექსი თბილისში, სადაც ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონა გვექნება. ჰროექტი აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო მიმართულებას. რაც შეეხება ბათუმს, 2 მასშტაბური პროექტი, „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა ქსელს Royal Tulip-ს გააერთიანებს, რომელიც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან ერთად შემოვიყვანეთ. აღნიშნული პროექტების მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

დამატებით, დავიწყეთ ახალი კომპლექსის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ბათუმის ცენტრალულ უბანში მდებარეობს. „მეტროპოლი“, ჯამურად, 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს პროექტებში, რომელთა არეალი 516,200 კვ.მ-ია. Ჩვენი ყველა კომპლექსი ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით, მწვანე არქიტექტორული მიდგომებით, ჭკვიანი სახლის სისტემებით, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და მაქსიმალური უსაფრთხოებით გამოირჩევა.

სამომავლო გეგმებშია შინდისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახალი უბნის მშენებლობა.  „მეტროპოლი“ პიონერია საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების მშენებლობაში.

CEO INSIGHTS ASIA:  რა მიდგომებს იყენებთ ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორების გასაანალიზებლად?

„უძრავი ქონების ეკონომიკისა და ფინანსური ფაქტორების ანალიზი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკროეკონომიკურ ელემენტებს ითვალისწინებს. ჩემი, როგორც ფინანსური დირექტორის, სტრუქტურირებული მიდგომა მოიცავს ბაზრის საფუძვლიანი ანალიზის, კვლევების ჩატარებას, ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების შემუშავებას, რისკების შეფასებას, ბაზარზე კონკურენტების ანალიზსა და მარეგულირებელი და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომპანიის ე.წ. სთეიქჰოლდერების ინტერესების გათვალისწინება“.

CEO INSIGHTS ASIA: როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, რა სტრატეგიებს იყენებთ ბაზარზე კომპანიის პოზიციისა და რეპუტაციის დასაცავად?

„რისკებთან შეჯახებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც, ერთი მხრივ, შეამცირებს საფრთხეს, მეორე მხრივ კი, ბაზარზე კომპანიას სწორი პოზიციონირებისა საშუალებას მისცემს და რეპუტაციას შეანარჩუნებინებს. ასეთ შემთხვევებში, ჩემი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, რისკის იდენტიფიკაციასა და შეფასებას მოიცავს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფინანსური რისკების მართვაზე, საოპერაციო რისკების შემცირებაზე, რეპუტაციასა და ბაზრისა და სტრატეგიული რისკების მართვის პროცესზე. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაც.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხედვებმა და სტრატეგიამ  შეუწყო ხელი „მეტროპოლს“, რომ ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეველოპერი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე, ჰქონოდა არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობით“.

CEO INSIGHTS ASIA: როგორ ეხმარებით მომხმარებლებს, მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით? 

„მომხმარებლებისთვის საინვესტიციო რჩევების მიცემა ძალიან კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს. ვიკვლევთ ბაზარს, ვაკეთებთ ეკონომიკური განვითარების პროგნოზს და ვიძლევით პერსონალიზებულ რჩევებს. ჩვენი მომხმარებლები ეფექტურ რჩევებს სწორედ ბაზრის ყოვლისმომცველი ანალიზის, ეკონომიკური პროგნოზების, პერსონალიზებული სტრატეგიების, მუდმივი მონიტორინგის, გამჭვირვალე კომუნიკაციისა და ექსპერტული შეხედულებების ინტეგრირებით იღებენ. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგად იღებენ ისინი ინფორმირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, რაც ზუსტად შეესაბამება მათ ფინანსურ მიზნებს“.

CEO INSIGHTS ASIA: ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით, რომელ სფეროებზე გეგმავთ ფოკუსირებას ინვესტიციების მიმართულებით?

„ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი საინვესტიციო ხედვა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროზე იქნება კონცენტრირებული. თავდაპირველად, ჩვენი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და კომპანიაში ინოვაციების ხელშეწყობაზე მივმართავთ. ეს გულისხმობს, საოპერაციო ეფექტურობის გასაძლიერებლად და მომხმარებლის კმაყოფილების გასაზრდელად, ინვესტიციებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ავტომატიზაციასა და მონაცემთა ანალიტიკაში.

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მდგრადობის ინიციატივები და ჩვენი მიზანია, „მეტროპოლის“ პროექტებს ნაკლებად ჰქონდეს გავლენა გარემოზე. ეს კი, თავის მხრივ, მოიცავს ისეთი ინიციატივების ხორცშესხმას, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, ნარჩენების შემცირების პროგრამების განხორციელება და მასალების მდგრადი მოპოვება. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი კი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა იქნება.

„მეტროპოლისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტირება ტალანტების განვითარებაში. ვაპირებთ, გავაძლიეროთ სატრენინგო პროგრამები, ლიდერობის პროექტები და თანამშრომლების კეთილდღეობის სქემები. ეს კი დაგვეხმარება ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. უფრო მეტიც, მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩავდებთ ინოვაციების განვითარებისთვის კვლევებში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ ახალი პროდუქტები და სერვისები და ვიყოთ მოწინავეები საბაზრო ტენდენციებში.

ასევე ვგეგმავთ, გავაძლიეროთ კავშირები სტრატეგიულ პარტნიორებთან, დავაჩქაროთ ზრდა და გავაფართოოთ შესაძლებლობები. ვფიქრობ, მომავალი ინვესტიციები დაგვეხმარება არსებული ობიექტების მოდერნიზაციაში და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროექტების შექმნაში“.

CEO INSIGHTS ASIA: როგორ ფიქრობთ, ინდუსტრიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რა რეფორმები უნდა გატარდეს?

„ინდუსტრიის ზრდისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მთავარი ყურადღება რამდენიმე საკვანძო სფეროს სჭირდება. მარეგულირებელი ჩარჩოების გამარტივებამ შესაძლოა შეამციროს ზეწოლა კომპანიებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მეტად გაამახვილონ ყურადღება ინოვაციებსა და ოპერაციულ ეფექტურობაზე. ვფიქრობ, საგადასახადო სტრუქტურების გადახედვა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს და მეტ სტიმულს მისცემს ინდუსტრიას.

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რათა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება შევძლოთ“.

CEO INSIGHTS ASIA სტატიის ბოლოს გოჩა ხუდოიანის ბიოგრაფიასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე „მეტროპოლს“, ყველაზე პროგრესულ დეველოპერულ გუნდს, 2022 წელს შეუერთდა. გოჩა ხუდოიანს აქვს მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიაში, ასევე ბანკ რესპუბლიკაში. მას აქვს ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში და ასევე MBA მეწარმეობაში, ფლობს რამდენიმე უცხო ენას.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

გამოგვყევით