logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

21-22 სექტემბერს "თბილისის ვისკის ფესტივალი 2024" გაიმართება

21-22 სექტემბერს "თბილისის ვისკის ფესტივალი 2024" გაიმართება

1725365369

21-22 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას III პავილიონში "თბილისის ვისკის ფესტივალი 2024"  გაიმართება. ფესტივალს კომპანია Whisky Day მართავს, რომლის დამფუძნებლები ვლადიმერ თიბილაშვილი და ელგუჯა ქარულიძე არიან.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ვლადიმერ თიბილაშვილი არის ვისკის მცოდნე და ასევე, ვისკის ერთ-ერთი მსხვილი კოლექციონერი. ხოლო ელგუჯა ქარულიძე მოღვაწეობს ავსტრიაში და მას აღნიშნული ფესტივალების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება  აქვს.

მათივე ცნობით, საქართველოში ასეთი მასშტაბური ვისკის ფესტივალი პირველად გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას  მიიღებენ როგორც ვისკის იმპორტიორები, ისე  ადგილობრივი მწარმოებლები.

ფესტივალის გენერალური სპონსორია GD Alco, ხოლო სპონსორები: "ვისკის სახლი", და "სმაგლერსი". გარდა ამისა, ექსკლუზიური მხარდამჭერია Intrade, ხოლო ექსკლუზიური პარტნიორი ადგილობრივი ვისკის მწარმოებელი კომპანია "ქართველი", რომელმაც ექსკლუზიურად ფესტივალისთვის ქართული ვისკი Jimsher-ი 12 წლიანი დაძველებით ჩამოასხა.

ასევე, ექსკლუზიურად ფესტივალისთვის შეიქმნა უგემრიელესი შოკოლადები ტორფირებული ვისკის შიგთავსით, რომლის შექმნაზეც იზრუნა კომპანია ChiriFruit-მა. გარდა ამისა, ფესტივალს ჰყავს კიდევ ერთი ექსკლუზიური პარტნიორი "თეთრი კვადრატი", რომელიც სტუმრებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მონაწილე ყველა კომპანიას ექნება სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სტუმრები ვისკის დაგემოვნებას და შეძენას შეძლებენ.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე. ერთდღიანი ბილეთის ფასი 65 ლარია, რომელშიც საჩუქრად ვისკის სადეგუსტაციო ჭიქა და 5 ჟეტონი შედის. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჟეტონები ვისკის სადეგუსტაციოდ გამოიყენება, 1 ჟეტონის ღირებულება 2.5 ლარია და სტუმრებს ნებისმიერი რაოდენობის ჟეტონი შეუძლიათ შეიძინონ.

მათივე ცნობით, ფესტივალს სხვადასხვა კომპანიის უცხოელი ბრენდ-ამბასადორები ესტუმრებიან. ამასთან,  ფესტივალი გაფორმებული იქნება სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთის" მიერ შესრულებული ქართულ-ირლანდიური ცეკვებით, ევროპიდან მოწვეული "კილტის საზოგადოების" მიერ ტრადიციული საკრავებით შესრულებული შოტლანდიურ ფოლკლორითა და საქსაფონისტი დათო დავითულიანის მიერ შესრულებული კომპოზიციებით.

გამოგვყევით