საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 მაისს 2.7- წლიანი 40 მლნ ლარის (14.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.420პპ-ით გაიზარდა და 8.876% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 მაისს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.085პპ-ით შემცირდა და 7.403% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 13 მაისს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.3-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.