ელექტრონული კომერციის პლატფორმის Temu-ს მილიარდერი დამფუძნებელი, კოლინ ჰუანგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.
44 წლის ჰუანგმა Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $48,6 მილიარდის ქონებით ჟონგ შანშანის გადაუსწრო, რომელიც პირველ ადგილს 2021 წლიდან იკავებდა.
ცნობისთვის, კოლინ ჰუანგს თამაშებისა და ელექტრონული კომერციის რამდენიმე წარმატებული წამოწყება ეკუთვნის. Google-ის ყოფილი ინჟინერი სწრაფად მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგებში, 2021 წლის დასაწყისში მისი ქონება $71,5 მილიარდს აღწევდა. თუმცა პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც ე.წ Covid მილიარდერების მსგავსად, მისი ქონების ღირებულებაც არასტაბილური იყო.
ჰუანგის შესანიშნავი და შთამბეჭდავი წინსვლა გამოწვეულია ჩინეთის სავაჭრო ჩვევების შეცვლით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უძრავი ქონების კრიზისი გადაიზარდა ხანგრძლივ შენელებაში. ის ასევე არის პირველი ტექნოლოგიური მაგნატი, რომელიც ლიდერობს სიმდიდრის რეიტინგში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო.