logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართულმა საწარმო "ოჯახურმა" სანელებლების ახალი ხაზი - შებოლილი საკმაზები დაამატა

ქართული საწარმო "ოჯახური" ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია მომხმარებელს სანელებლების ახალ ხაზს - შებოლილ საკმაზებს სთავაზობს. 

კომპანიაში არსებული ​სიახლეების შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ოჯახურის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.

მისი თქმით, კომპანიამ 7 ახალი პროდუქტი დაამატა.

შებოლილი სუნელი ჩვენი მომხმარებლისთვის სიახლე არაა. რამდენიმე წლის წინ მომხმარებელთა განსაკუთრებული თხოვნით დავამატეთ შებოლილი პაპრიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სანელებელია. 

ამჯერადაც, თავად ბაზარმა გვიკარნახა რა სიახლე შეგვემატებინა ჩვენი ასორტიმენტისთვის. 7 ახალი პროდუქტი დაგვემატა და შებოლილი საკმაზების ცალკე ხაზი შევქმენით: შებოლილი ქინძი, შებოლილი ნიორი, შებოლილი დაღერღილი პომიდორი, შებოლილი შავი პილპილი, შებოლილი ხახვის ფანტელი, შებოლილი საკმაზი ომლეტისთვის, შებოლილი საკმაზი მწვადისთვის.

​თითოეულ საკმაზს თავისი უნიკალური და დამახასიათებელი არომატი აქვს, სუნელი, რომელიც აქამდე არც ერთ გემოს არ ჰგავს. შებოლილი საკმაზები დიდი პოპულარობით სარგებლობს საბერძნეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

მას ვისაც კულინარიაში ექსპერიმენტები უყვარს, სიახლეებს არ უშინდება და კულინარიულ სამყაროში მოგზაურობისთვის მზად არის, ვურჩევთ აუცილებლად გაუსინჯოს არომატი შებოლილ საკმაზებს.

რაც შეეხება ახალი პროდუქციის ღირებულება, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ღირებულება დაახლოებით 3₾-დან 6.50₾-მდე მერყეობს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ, მარკეტებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვფიქრობთ უახლოეს კვირებში მსხვილ ქსელურ მარკეტებში სტენდებზე ჩვენი ახალი საკმაზების ხაზიც გამოჩნდება“, - აცხადებს სალომე ნეფარიძე.

"ოჯახური" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს.  გარდა სანელებლებისა საწარმო სხვადასხვა სახის ჯემებს, კომპოტებს, სოუსებს და მარინადებს აწარმოებს.

ქართული სანელებლები ,,ოჯახურის“ სახელით საზღვარგარეთ 14-მდე ქვეყანაში იგზავნება. საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით