logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

აგვისტოში საქართველოში 0.1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა - საქსტატი

აგვისტოში საქართველოში 0.1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა - საქსტატი

1725347640

2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 0.9 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.

გამოგვყევით