logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

იაპონელმა მეცნიერებმა რობოტის სახეზე ნამდვილი კანი გამოიყენეს

იაპონელი მეცნიერების კიდევ ერთი ინოვაციური მიგნება - ამჯერად რობოტების სახეზე ადამიანის კანი გამოიყენეს, რომ მათი სახე რაც შეიძლება რეალისტური გახდეს. 

ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, შოჯი ტაკეუჩი ამბობს, რომ აქამდე არავის ჰქონდა გააზრებული, თუ როგორ უნდა აემოძრავებინა ცოცხალი კანი.

"ვფიქრობ, ცოცხალი კანის მანიპულირება პირველად გახდა შესაძლებელი. ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. რობოტის ლოყის უკანა მხარეს მიმაგრებულია უხილავი დამჭერები და აჭიმვისას კანის ქსოვილი მაღლა იწევს, შესაბამისად, ის ამაღლებს პირის კუთხეებს და იქმნება ილუზია, რომ რობოტი იღიმის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა რობოტის სახის შესაქმნელად", - აცხადებს ტაკეუჩი. 

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება ჯერ კიდევ არ ჩანდეს კარგად, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ადამიანის მსგავსი რობოტების შესაქმნელად.

მკვლევარების თქმით, ცოცხალ ქსოვილებს ბევრი უპირატესობა აქვთ მეტალთან და პლასტმასთან შედარებით, ტვინისა და კუნთების ენერგოეფექტურობიდან დაწყებული კანის თვითაღდგენის უნარებამდე.

ჩვენი სხეული სამგანზომილებიანი სტრუქტურაა. ასეთ სამგანზომილებიან სტრუქტურას აქვს ბევრი მოძრაობა. ვფიქრობ, ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას შეუძლია კარგი მოდელი მოგვცეს სიმულაციისთვის და რა თქმა უნდა, რობოტების საფარი უფრო რეალისტური და ფუნქციონალური გახადოს. თუმცა, უამრავი ინოვაციოური მიდგომების დანერგვის პარალელურად, საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და ხშირად შეშფოთებასაც იწვეს ის ფაქტი, რომ რობოტები ადამიანებს სულ უფრო ემსგავსებიან. ამის გამო გვქონდა მღელვარება, თუმცა, რაც უფრო იდენტური იქნება რობოტი ადამიანის ვიზუალთან, ვფიქრობ უფრო ბუნებრივად მიიღებს მას საზოგადოებაც“, - ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი. 

მომავალში, მკვლევარების მიზანია ლაბორატორიულად გამოყვანილ კანს მეტი ელემენტი დაამატონ, მათ შორის სისხლის მიმოქცევის და ნერვული სისტემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო უსაფრთხო ტესტირების პლატფორმები, მაგალითად კოსმეტიკისა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებისთვის. 

გამოგვყევით