logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1725612097

2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გარდა ამისა, "საქსტატის" ინფორმაციით, მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 24.5%-ით გაიზარდა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.3 პროცენტით.

გამოგვყევით