logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"სატრანსპორტო და საკონტეინერო სფეროში, საქართველოში 4-5 მსოფლიო გიგანტია შემოსული, თუმცა ინტერესია სხვა დიდი რეგიონალური მოთამაშეების მხრიდანაც"

“ჩვენი რეგიონის სირთულიდან გამომდინარე, ინვესტორები იყვნენ და გარკვეულწილად არიან მოლოდინის რეჟიმში” - შუა დერეფნის განვითარებაზე და არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ისაუბრა.

სულაბერიძემ აღნიშნა, რომ რასაც მთავრობა აკეთებს და თვითონ ხარჯავს თანხას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ანაკლიაში, ეს პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის და გარკვეული გარანტია, რომელიც აჩვენებს სახელმწიფოს განწყობას ამ პროექტის მიმართ, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ასევე ის სიგნალები, თუნდაც უზბეკეთში გაჟღერებული, რომ ევროკავშირი მზად არის შუა დერეფნის განვითარებისთვის €10 მლრდ დახარჯოს შუა დერეფნის განვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს რა წილი შეხვდება აქედან უცნობია, მაგრამ ესეც სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასასიამოვნო პოლიტიკური პროცესები მიდის, პარალელურად ინტენსიურად გვიკავშირდებიან სხვადასხვა სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნებიდან ბიზნესმენები და სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით,"- ამბობს ლევან სულაბერიძე.

მისი თქმით, სატრანსპორტო და საკონტეინერო სფეროში, საქართველოში 4 თუ 5 მსოფლიო გიგანტია შემოსული, თუმცა ახლა სხვა დიდი რეგიონალური მოთამაშეებიც არიან დაინტერესებული, ისრაელიდან, აშშ-დან.

“ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომები აჩენს შანსს, რომ შუა დერეფანი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს ყველასთვის, არა მარტო ევროპისთვის.” - განაცხადა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოგვყევით