"ზანგეზურის დერეფანი, შუა დერეფნის დამატებითი ძარღვი გახდება", - ასე პასუხობს " პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში კითხვას, იქნება თუ არა ზანგეზურის დერეფანი, შუა დერეფნის კონკურენტი.
"საერთო ჯამში, რაც უფრო დიდი რაოდენობის ტვირთს მოვიზიდავთ, მით უფრო გაიზრდება დერეფნის მიზიდულობის ძალა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს, რადგან სომხეთიც გამოიყენებს აღნიშნულ დერეფანს, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ტვირთების მისაღებად. ამიტომ, ეს რაღაც ნაწილში შეიძლება შიდა კონკურენციაც იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში კონკურენცია კარგია, რადგან მხარეებს აიძულებს იფიქრონ ახალ იდეებზე, ახალი იდეები ქმნის შესაძლებლობებს და საბოლოო ჯამში ქმნის წარმატებულ ქვეყანას. ჩვენ კონკურენციის არ გვეშინია, პირიქით, გვაძლევს დამატებით მოტივაციას, ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემა უფრო მოდერნიზებული გავხადოთ, რკინიგზის მოდერნიზაცია დავაჩქაროთ, რადგან დერეფნის სარკინიგზო ტვირთბრუნვა გავზარდოთ", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.