logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2026 წლის გაზაფხულზე "ენგურჰესის" ტერიტორიაზე სანაოსნოს გახსნა იგეგმება

2026 წლის გაზაფხულზე, შპს "ჰიდრომშენი" "ენგურჰესის" ტერიტორიაზე სანაოსნოს გახსნას გეგმავს. როგორც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი არქანიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე, 250 000 ლარს შეადგენს. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მოსულ ვიზიტორებს და დამთვალიერებლებს სხვა ატრაქციებთან ერთად, ნავებით გასეირნებაც შეეძლებათ. 

"თავდაპირველად, ერთდროულად 30-40 მომხმარებლის მომსახურებას შევძლებთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, გეგმაში გვაქვს უფრო მეტად გაფართოება. ჩვენი ნავები საწყის ეტაპზე, შიდა წვის ძრავიანი იქნება, თუმცა პროექტის თანახმად, 2 წლის ვადაში აღნიშნული ელექტროძრავიანი მცურავებით უნდა ჩანაცვლდეს. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს, თუმცა ელექტრო ძრავიანი ნავების შესყიდვისთვის დამატებითი ინვესტიცია იქნება საჭირო.

ამჟამად, მაქსიმალური შესაძლებლობების ნიშნულზე ვართ ჩასული. გაკეთებულია კიბე, მოაჯირი და ნავების განლაგების წერტილი წყლის დონის ცვალებადობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოძრავი იქნება", - აცხადებს ბადრი არქანია. 

ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მიმდინარე თვეში კი "ენგურჰესის" ტერიტორიაზე ზიპლაინი იხსნება.

გამოგვყევით