logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2026 წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება ₾128 მლნ-ით გაიზარდა

2026 წლის 6 თვის განმავლობაში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 930 მილიონი ლარი, რაც 128 მილიონი ლარით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

ამავე პერიოდის შედეგებით, სადაზღვევო მოგებამ 189 მილიონი ლარი , წმინდა მოგებამ კი 64 მილიონი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 874 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 525 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია. 2026 წლის 6 თვეში820 627  სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 159 197 პოლისი იყო გაყიდული.

2026 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე "თიბისი"(151 მლნ.ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს "იმედი L" (151 მლნ ლარი), მესამე ადგილზე კომპანია “ალდაგი“ (136 მლნ ლარი),  მეოთხე ადგილზეა "ჯიპიაი" (135 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს  სადაზღვევო კომპანია "არდი“ (681 მლნ ლარი) იკავებს.

ანალოგიურ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაი“ (71 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა  "თიბისი" (69 მლნ ლარი), მესამეზე კი  "იმედი L"  (62 მლნ ლარი) იკავებს. მეოთხე ადგილს  "ალდაგი" (58 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთე ადგილს კი “არდი” (36 მლნ ლარი).

2026 წლის  6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა "იმედი L" 135 მილიონი ლარით და ბაზრის 30% ეჭირა. შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 75.1 მილიონი ლარით (ბაზრის 16%), მესამე ადგილზე  სადაზღვევო კომპანია "არდი – 73.1 მლნ ლარით (ბაზრის 16%) იყო, მეოთხე ადგილზე "თიბისი"  იყო - 42.2 მლნ ლარი (ბაზრის 9%), მეხუთე ადგილზე კი "ბენეფიტი" – 38.0  მლნ ლარი (ბაზრის 8%).

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 38.5 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 22% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 35.9 მლნ ლარით (ბაზრის 21%), ხოლო მესამეზე კი “ჯიპიაი” 23.7 მლნ ლარით (ბაზრის 14%).

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 96 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 52.2  მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 55% მოდის. მეორე ადგილზეა  „თიბისი“ 19.5 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე “ჯიპიაი"  9.9 მლნ. ლარით.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 75  მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 6 თვეში 35.4  მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 47% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 19.2 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი “იმედი L”  - 7.1 მილიონი ლარით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 18 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი “ალდაგს”  უჭირავს - 9 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 51%, მეორე ადგილზე “ჯიპიაი” 3.6 მილიონი ლარით.  მესამე პოზიციას “თიბისი” იკავებს - 1.3 მილიონი ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გამოგვყევით