logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბათუმსა და კონსტანცას შორის სამგზავრო ბორანი ივლის - "ახლა, გემის შერჩევა მიმდინარეობს"

მალე, ბათუმისა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის სამგზავრო ბორანი ივლის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა, შალვა წაქაძემ განუცხადა, სამგზავრო გადაყვანების დაწყება  მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იგეგმება. 

„საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ახლა, გემის შერჩევის პროცესი მიდის. ჯერჯერობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუ რამდენ მგზავრს დაიტევს სამგზავრო ბორანი, თუმცა ამ მარშრუტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამიტომ, დიდი მოცულობის გემი შეირჩევა“, - განმარტა შალვა წაქაძემ.

რაც შეეხება სატვირთო გემებს, რომლებიც ფოთი-კონსტანცას მიმართულებით მოძრაობენ, ისინი ფაქტობრივად, სრული დატვირთვით მუშაობს.

E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, ფოთიდან დატვირთულობა 80%-ია, კონსტანცადან კი - 100%. ამჟამად, აღნიშნულ ხაზზე 2 გემი ოპერირებს და შესაბამისად, კვირაში 2 რეისი სრულდება.

შალვა წაქაძე ამბობს, რომ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ფოთი-კონსტანცას მარშრუტზე თვიდან თვემდე მზარდია, შესაბამისად, მუშაობის 1 წლიანი შედეგებით კმაყოფილები არიან.

შეგახსენებთ, ფოთი - კონსტანცა, კონსტანცა - ფოთის მიმართულებებზე საბორნე რეისებით ტვირთების გადაზიდვა 2023 წლის 27 ივნისიდან მიმდინარეობს.

გამოგვყევით