logo
Loading data...

"ბრიკორამა" 2024 წლიდან ახალი სახელით და ახალი ფორმატით გააგრძელებს მუშაობას

"ბრიკორამა" 2024 წლიდან ახალი სახელით და ახალი ფორმატით გააგრძელებს მუშაობას

1700221575

ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“  2024 წლიდან მუშაობას ახალი  ბრენდით და ახალი ფორმატით გააგრძელებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა კახაბერ სონიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის  კომპანიაში ფორმატის ცვლილება და  რებრენდინგზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით დამატებით დეტალებზე საუბარი არ გვინდა, რადგან მუშა პროცესია. ამ დროისთვის "ბრიკორამაში" არსებულ პროდუქციაზე სალიკვიდაციო ფასებია“-აცხადებს სონიშვილი.

შეგახსენებთ, ჰიპერმარკეტ „ბრიკორამას“  ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლა-მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით