logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

1793616540

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, Geely-ს შოურუმისა და მომსახურების ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

პროექტი „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ მონაწილეობით განხორციელდა და მასში 28 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. გახსნის ღონისძიებას Geely-ს საერთაშორისო წარმომადგენლები, ბიზნესპარტნიორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ახალი ცენტრი მომხმარებლებს ბრენდის უახლესი მოდელების გაცნობის, ავტომობილების დათვალიერებისა და შესაბამისი მომსახურების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

კომპანიის განცხადებით, საქართველოს ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ენერგიის ავტომობილების მიმართულებით. Geely-ს წარმომადგენლები  ასევე გეგმავენ, ქართველ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კომფორტული ავტომობილები შესთავაზონ.

„ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ საავტომობილო მიმართულების განვითარების გეგმა მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება და როგორც კომპანიაში ამბობენ, განვითარების პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება, რაც ბრენდის რეგიონულ წარმომადგენლობასაც გააძლიერებს.

კომპანიის შეფასებით, Geely-სთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისითაც. ახალი ცენტრის გახსნით Geely ქართულ ბაზარზე საქმიანობას იწყებს და ადგილობრივი მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გამოცდილების შეთავაზებას გეგმავს.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნით „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტში 28 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაფართოოთ საქმიანობა, განვავითაროთ ბრენდი საქართველოს მასშტაბით და განვითარების პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში  გავხსნათ ახალი ფილიალი.

Geely-სთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე გვაქვს გლობალურ საავტომობილო ჯგუფთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით ელექტრო და ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართულებით.

გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც  ახალი ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით“, განაცხადა GEELY Nev Centre Georgia-ს  აღმასრულებელმა დირექტორმა საბა ჩოჩელმა.

გამოგვყევით