logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კონკურენციის სააგენტომ 3 კომპანია ₾1.7 მლნ-მდე დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ 3 კომპანია დააჯარიმა. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ დავასრულეთ მოკვლევა შეთანხმებული ქმედების, რომელიც ეხებოდა ელ.ბილეთების საჩივარს tkt.ge-ს წინააღმდეგ, ეს მოკვლევა დასრულებულია. შედეგად, 3 სუბიექტს დაუდასტურდა შეთანხმებული მოქმედება,"- აღნიშნა ლექვინაძემ. 

მისი თქმით, ჯარიმის მოცულობა სამი კომპანიის შემთხვევაში ₾1.7 მლნ ლარამდეა.

„ჩვენ დავასრულეთ მოკვლევა შეთანხმებული ქმედების, რომელიც ეხებოდა ელ.ბილეთების საჩივარს tkt.ge-ს წინააღმდეგ. 3 სუბიექტს დაუდასტურდა შეთანხმებული ქმედება. ეს არის -  „თინეთი“ - სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, ყველა კინოთეატრს მოიცავს და მათ შორის, ელ.ბილეთებსაც, რომელმაც საჩივარი შემოიტანა.  შეთანხმებული ქმედება გამოიხატა კონკრეტული ექსკლუზივების მინიჭებაში.

მოკვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ და კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას. კომპანიების მხრიდანაც ეს ყველაფერი დადასტურებული იქნა და ჩვენ გავეცით რეკომენდაცია თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის შემთხვევებში ექსკლუზივის ხელშეკრულების გაფორმება. მორიგი შეთანხმებული ქმედების "ქეისი"  გასულ წელს დაიხურა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოგვყევით