logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ეს საქართველოს ყველა ქალაქსა, თუ კუთხეში იგრძნობა" - ლაშა პაპაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე

"ეს საქართველოს ყველა ქალაქსა, თუ კუთხეში იგრძნობა" - ლაშა პაპაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე

1746729480

"დღევანდელი შეხვედრა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან იყო ძალიან ნაყოფიერი. მას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყველა წევრი ესწრებოდა", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

მან გადაცემაში იმ ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რომლებიც დღეს ბიზნესსექტორს ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

ჩვენ გაგვიზიარეს ამ წუთის ბოლო მონაცემები, სიტუაცია მართლაც ნორმალურია, კარგია. სხვებთან შედარებით შთამბეჭდავი ციფრებიც კი გვაქვს. თუნდაც, წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები, როგორებიცაა აშშ და ევროპის ქვეყნები, პირველი კვარტალის მონაცემებით, ორჯერ და სამჯერ ნაკლებად იზრდებიან, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“ - აღნიშნა პაპაშვილმა.

კითხვაზე,  რამდენად რეალურია ეკონომიკური ზრდის ეს პარამეტრები, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი აშკარად იგრძნობა საქართველოს ყველა ქალაქსა, თუ კუთხეში“.

„თუნდაც, მხოლოდ ერთი ციფრით, რაც გაჟღერებული იყო დღეს ტურიზმის მიმართულებით - არის ისტორიული მაქსიმუმი პირველი კვარტალის შედეგებით. ამ ინდუსტრიაში ვარ და ბოლო 4 დღეა, 100 პროცენტიანი დატვირთულობაა ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროში. 170 ნომერია და სრულად დატვირთულია“, - განმარტა ლაშა პაპაშვილმა.

ბიზნესმენმა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში ახალგაზრდების როლზეც ისაუბრა.

„ახალი თაობა მოდის უკვე, ბრუნდებიან ის ახალგაზრდები, ვინც მოახერხეს დასავლეთში სწავლა-განათლების მიღება 90-იანი წლებიდან დღემდე. ისეთი ახალგაზრდები არიან, ვინც უკვე მთელი ბიზნესები შექმნეს. რომ ვუყურებ 25 -30 წლის ადამიანებმა შექმნეს მთელი სისტემა და მონაწილეობენ უკვე საცალო ვაჭრობა იქნება ეს, IT კომპანიები, თუ ლოგისტიკური კომპანიები. ეს ახალგაზრდები ძალიან  მსხვილი მოთამაშეები გახდნენ. ახალი სახეები ჩნდებიან, რაც ძალიან მისასალმებელია“ , - განმარტა პაპაშვილმა.

გამოგვყევით