logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-მ ავტობიზნესის სექტორში "კია საქართველოსთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

GCCA-მ ავტობიზნესის სექტორში "კია საქართველოსთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

1723792484

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტობიზნესის სექტორში,  შპს „კია საქართველოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც სავაჭრო ობიექტებში უნდა განათავსოს;
  • ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.

ინფორმაციისთვის:  2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში  - 22 312 ლარი.

გამოგვყევით