logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

H&M "გალერია თბილისში", განახლებული სივრცითა და ინსპირაციული დიზაინით დაბრუნდა

H&M "გალერია თბილისში", განახლებული სივრცითა და ინსპირაციული დიზაინით დაბრუნდა

1759406100

H&M "გალერია თბილისში", განახლებული სივრცითა და ინსპირაციული დიზაინით დაბრუნდა. 

"რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია, რომელიც სამ სართულზე 2,363 მ² ფართობს მოიცავს, ახლა უკვე წარმოდგენილია განახლებული ინტერიერით, ახალი განლაგებითა და გაუმჯობესებული ატმოსფეროთი - ყველა დეტალი შექმნილია მომხმარებლისთვის სასიამოვნო და შთამაგონებელი შოპინგ გამოცდილების შექმნისთვის.

კოლექციები მოიცავს მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს ქალების, მამაკაცების, მოზარდების, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. H&M-ის მიზანია, მაღაზიაში მომხმარებელმა საკუთარი სტილის მიუხედავად შეძლოს სასურველი ტანსაცმლის შერჩევა, - იქნება ეს კლასიკური მარადიული მიმართულება, თუ თამამი ტრენდული სამოსი,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში. 

H&M-ის თურქეთის გაყიდვების ბაზრის გაყიდვების მენეჯერი რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო აცხადებს,რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე H&M-ის მაღაზიის ხელახლა გახსნა მისი დიდი ხნის ნანატრი მოდერნიზაციის შემდეგ, კომპანიისთვის საამაყო მომენტია.

"თბილისი კულტურით, ისტორიით, გამორჩეული არქიტექტურით სავსე ქალაქია, რომელიც ცნობილია თბილი სტუმართმოყვარეობითა და შემოქმედებითი ენერგიით - ღირებულებები, რომლებიც ღრმად ეხმიანება H&M-ს. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვუმასპინძლებთ ჩვენს მომხმარებლებს განახლებულ სივრცეში და ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოში“,-  აცხადებს  რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო.

განახლებული დიზაინით, კონცეფციითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ქართველ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, რაც ასახავს H&M-ის მუდმივ ერთგულებას - მომხმარებლებისთვის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით.

შეგახსენებთ, H&M Hennes & Mauritz AB (H&M) - საერთაშორისო მოდის ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მოდისა და ხარისხის მომხმრებლებისთვის საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით შეთავაზებით - საქართველოში პირველად 2017 წელს შემოვიდა და დღეს სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის პირველი ქართული ლოკაციის მოდერნიზება ხაზს უსვამს H&M-ის მუდმივ ერთგულებას ქართველი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მოდის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების მიმართ.

გამოგვყევით