logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანიის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა - პროდუქციის 70% ექსპორტზე იყიდება - "მაისი"

კომპანიის გაყიდვები საერთო ჯამში ,30%-ით გაიზარდა. მოთხოვნის ზრდა ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ქვეყნებიდან ფიქსირდება, - ამის შესახებ ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გუდაბანძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის 70% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე HoReCa სექტორში.

"ჩვენი სამიზნე ბაზრები აშშ-ის, ევროპას, ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებს, ისრაელსა და ასევე, იაპონიას მოიცავს. ახალ ბაზრებზე მოლაპარაკებები გვაქვს და ეტაპობრივად ვვითარდებით. გაფართოება ადგილობრივი ბაზრის მოცვასაც გულისხმობს. ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული გეგმები და ვნახოთ. ამ ეტაპზე 10-მდე დასახელების წვენი გვაქვს და ასორტიმენტი მუდმივად ახლდება. 

ჩვენი სექტორი გარკვეული გამოწვევების წინაშეა. გამოწვევაა ნედლეულის ხელმისაწვდომობა, რადგან ადგილობრივი ნედლეული რიგ შემთხვევაში არ არის ხარისხიანი. სწორედ ამიტომ, გვიწევს ყველაფრის იმპორტირება, რაც დაკავშირებულია დროსთან და თანხებთან. ამ ეტაპზე, ნედლეული ევროპული ქვეყნებიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აფერხებს იმ დონით და ტემპით განვითარებას რა ტემპითაც ვისურვებდით, რომ ვითარდებოდეთ", - აცხადებს გიორგი გუდაბანძე.

ცნობისთვის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით