logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მადლობა ემოციებისთვის, დაპირებას მაინც ვასრულებთ - Socar-ის განცხადება

მადლობა ემოციებისთვის, დაპირებას მაინც ვასრულებთ - Socar-ის განცხადება

1719820500

Socar-ი საქართველო-ესპანეთის თამაშში საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში 1 ივლისის 14:00 საათიდან საწვავის 2 ლარად გაყიდვის შესახებ დადებულ დაპირებას მაინც შეასრულებს, - ამის შესახებ კომპანია საკუთარ Facebook გვერდზე წერს

"მადლობა ემოციებისთვის ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ - ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას! ამ შედეგით მაინც საოცრად ვამაყობთ, გულშემატკივარს მაინც გავახარებთ და დადებულ პირობას შევასრულებთ 1-ელ ივლისს დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად შეიძენთ!

მადლობა ბიჭებო იმ სიხარულისთვის, რაც თქვენი თამაშის ყურებამ მოგვანიჭა მთელ ქვეყანას. მადლობა შეუპოვარი ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის! მადლობა გულშემატკივრებო ერთგული ქომაგობისთვის. ეს ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია, მომავალ ტურნირზე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები დავბრუნდებით!წინ დიდი გზა და ამ გზაზე ბევრი გამარჯვება გველოდება! Socar-ის იღბლიან მომხმარებლებს კი ვულოცავთ, გამოვლინდა PS5-ის 14 გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ფინალზე 3 ორკაციანი საგზურის მფლობელი,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, Socar-მა პირობა დადო, რომ თუ 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები Euro 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგებდა, მეორე დღეს - 1 ივლისს 14:00 საათიდან 90 წუთის განმავლობაში გასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავი 2 ლარად გაიყიდებოდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიამ  ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

გამოგვყევით