logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

₾1.5 მლნ-მდე გადასახადისგან თავის არიდების ფაქტზე საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - საგამოძიებო სამსახური

₾1.5 მლნ-მდე გადასახადისგან თავის არიდების ფაქტზე საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - საგამოძიებო სამსახური

1719989080

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1 499 116 ლარის ოდენობით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 - ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით,"-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრნცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით