logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ" - ნატალია კვაჭანტირაძე

აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით  მასიური ტურიზმის დანიშნულების ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ კულტურულ, თუ ბუნებრივ რესურსებს რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელია, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და რესურსი სხვა ქვეყნებისთვის სწორად იყოს მიწოდებული. 

"როდესაც ქვეყანა განაცხადს აკეთებს, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველი მომხმარებელი სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი უნდა დახვდეს მათ. ეს განაცხადი არ გულისხმობს, რომ ხვალიდანვე ამ ფორმატზე უნდა გადავერთოთ. ეს არის პროცესი. დღეს არ ხდება (ტურისტების) სეგმენტაცია, მაგრამ მომავალში გასათვალისწინებელია, რადგან საქართველო ნამდვილად ვერ გაუძლებს მასიურ შემოდინებას. თავისთავად მოხდება სეგმენტაცია, ვინაიდან ჩვენი ბაზარი ძალიან ნიშურია. 

საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი ქვეყანა ძალიან სწორად აკეთებს აქცენტებს მისი ბუნებრივი, კულტურული, მატერიალური, თუ არამატერიალური რესურსების მიმართ. დღეს რომ სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვილის შესაძლებლობა გვაქვს - ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთთან და ინდოეთთან გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა, თუმცა საკმაოდ ბევრი შრომაა გასაწევი იმისთვის, რომ ამ ქვეყნებიდან ინტერესი გავზარდოთ", - ნატალია კვაჭანტირაძე. 

გამოგვყევით