logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მხრიდან, ობლიგაციების გამოშვების კუთხით, აქტივობა გაიზრდება" - ვანო კიკვილაშვილი

ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მხრიდან, ობლიგაციების გამოშვების კუთხით, აქტივობა გაიზრდება, - ამის შესახებ Galt and Taggart-ის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანო კიკვილაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, განახლებადი ენერგიისთვის მწვანე ობლიგაციების გამოშვება მარტივია. ამის მიზეზი არის ის, რომ განახლებადი ენერგია სუფთა ენერგიად ითვლება. 

"ქარის ენერგიის მწარმოებლებს, როდესაც ფულადი ნაკადების შემოსავალს მიიღებენ, უკვე შეუძლიათ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციები გამოუშვან, რომლის მაგალითიც უკვე არის ქართულ ბაზარზე. გვგონია, რომ ეს ის აქტივია, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია მიიღოს მწვანე სერტიფიცირება, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა და შემდეგ, წარმატებით განათავსოს ობლიგაციები კაპიტალის ბაზარზე. გარდა ამისა, მზის ენერგია ისევე, როგორც ქარის ენერგია ძალიან კარგი აქტივია. 

რეალურად კაპიტალის ბაზარი განახლებადი ენერგიის მწარმოებლებს კონკურენტულ ფასწარმოქმნას სთავაზობს. მწარმოებლებს შეუძლიათ უკეთესი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ და უფრო მეტი ფულადი ნაკადი დაიტოვონ სხვა პროექტების გასავითარებლად. ეს არის ის უპირატესობა, რაც ობლიგაციას ტრადიციულ სესხებთან შედარებით გააჩნია. აქედან გამომდინარე, გვგონია, რომ განახლებადი ენერგიის მწარმოებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ინსტრუმენტი", - აცხადებს ვანო კიკვილაშვილი. 

გამოგვყევით