logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება - გლობალურ ბაზრის მოცულობა 2032 წლისთვის $15 მლრდ-ს მიაღწევს

ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება - გლობალურ ბაზრის მოცულობა 2032 წლისთვის $15 მლრდ-ს მიაღწევს

1718632800

ჯანსაღ და ბუნებრივ დამატკბობლებზე გადასვლა გლობალურ ბაზარზე ნატურალურ თაფლზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინს ქმნის.

fortunebusinessinsights-ის კვლევის მიხედვით, 2024 წელს ბაზრის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 6%-ით გაიზრდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 2032 წლისთვის კი მაჩვენებელი  15 მილიარდ ნახევარს გადააჭარბებს.

მსოფლიოში თაფლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც წარმოების მაჩვენებელს წლიდან წლამდე ზრდის, იმპორტიორ ქვეყნებს შორის კი ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოებისთვის შესაფერისი ბუნებრივი პირობები და ბიომრავალფეროვნება აქვს და სექტორის განვითარების პოტენციალი მაღალია, თუმცა ბოლო პერიოდში სექტორის წარმომადგენლები კვალიფიკაციისა და განათლების დეფიციტს უჩივიან, ამავდროულად, თაფლის მოსავალი დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან, რის გამოც 2023 წელი არასახარბიელო იყო. სწორედ ეს არის მიზეზი რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 56%-ით 94 ათასი დოლარამდე შემცირდა. 

გადაცემები

გამოგვყევით