logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ნოემბრის თვე პასიურია, თუმცა ახალი წლის ღამეს, მინიმუმ 90%-იან დატვირთულობას ველოდები" - "მთის ქოხები"

სვანეთში, მესტიაში მდებარე კოტეჯების კომპლექსის "მთის ქოხების" დამფუძნებლის, ეკატერინე ჯაფარიძის ინფორმაციით, ნოემბრის თვე პასიურია, თუმცა ახალი წლის ღამეს 90%-დან 100-მდე დატვირთულობას ელოდება.

როგორც ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, დეკემბრის 20-დან უკვე აქტიური ჯავშნები იწყება.

მისივე თქმით, ამჟამად, მომდევნო თვის ჯავშნების რაოდენობა 30%-ს შეადგენს.

"ამ ეტაპზე, ტურისტები არ გვყავს, ნოემბრის თვე პასიურია. დეკემბერს ველოდებით, აღნიშნულ თვეში მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ზოგადად, ზამთრის სეზონზე დეკემბერი აქტიური თვეა, მაგალითად, იანვარში 80%-იანი დატვირთვა გვაქვს ხოლმე. დეკემბრის ჯავშნები უკვე გვაქვს (30%-ი), მაგრამ როდესაც თვე დაიწყება, ცხადია, ეს ციფრი გაიზრდება. კერძოდ, დეკემბრის 20-დან უკვე აქტიური ჯავშნები იწყება. ახალ წელს, 90%-იან 100-იან დატვირთულობას ველოდებით, ახალი წლის ღამეს ყოველთვის სრული დატვირთვით ვმუშაობთ. სათხილამურო სეზონი როდესაც გვაქვს, მომხმარებლების რაოდენობას არ ვუჩივით, მარტიდან ვიზიტორები კლებას იწყებენ. სათხილამურო სეზონი ჩვენს მუშაობაზე, ცხადია, პირდაპირპროპორციულად აისახება.

როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელებს ველოდებით. უცხოეთიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნიდან გვსტუმრობენ", - აცხადებს მესტიაში მდებარე კოტეჯების კომპლექსის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სვანეთში, მესტიაში, "მთის ქოხები" საბაგიროს გვერდით მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში 5 ხის კოტეჯი და კაფეა, თითოეული კოტეჯი ოთხ ადგილიანია.

გამოგვყევით