logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"შათდაუნის" 42-ე დღეს აშშ-ში 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო - CNN

"შათდაუნის" 42-ე დღეს აშშ-ში 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო - CNN

1762927915

შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნის 42-ე დღეს 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო, – ამის შესახებ CNN  წერს.

კერძოდ, ავიაკომპანია Southwest Airlines-მა ოთხშაბათისთვის დაგეგმილი დაახლოებით 150, United Airlines-მა კი დაახლოებით 270 რეისი გააუქმა.

როგორც მედია იუწყება, ვიდრე ფედერალური მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად არ იქნება ხელმოწერილი, ავიაკომპანიებმა უნდა განაგრძონ FAA-ს საგანგებო ბრძანების შესრულება ამ კვირაში ფრენების თანდათანობით შემცირების შესახებ. ბრძანების თანახმად, ხუთშაბათისთვის რეისების რვა პროცენტი შემცირდება. პარასკევს მოსალოდნელია, რომ რეისები ათ პროცენტამდე შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ 42 დღეა, გრძელდება, თუმცა აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ.

1tv.ge 

გამოგვყევით