logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"2030 წლისთვის ონლაინ FMCG გაყიდვების წილი ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება" - galt & Taggart

2030 წლისთვის ონლაინ გაყიდვადი სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) გაყიდვების წილი გაიზრდება და ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება. ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული. 

"2025 წლის 9 თვეში ონლაინ FMCG გაყიდვებმა 124 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბრენდული FMCG ბაზრის შემოსავლების 1.7%-ია. ონლაინ გაყიდვებში შეინიშნება აღმავალი ტენდენცია, თუმცა მისი წილი ევროპის მსგავს ქვეყნებთან შედარებით (საშუალოდ 3.5%) დაბალია.

ჩვენი მოლოდინით, ონლაინ FMCG გაყიდვების წილი გაიზრდება და 2030 წლისთვის ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, 2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა და 17.9 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდილარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა.

გამოგვყევით