logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე უნდა გადავიდეთ, გამოყენება დავიწყოთ" - მურმან პატარაია

"ბიოდიზელ ჯორჯიას" დირექტორის, მურმან პატარაიას ინფორმაციით, საქართველოში ბაზრის რეგულაციების სრული ჰარმონიზება უნდა მოხდეს და საბოლოო ჯამში, საფუძველი ბიოდიზელის მასშტაბურ წარმოებას ჩაეყაროს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივისთვის საჭიროა, ქვეყანა ეტაპობრივად ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე გადავიდეს და მისი გამოყენება დაიწყოს.

"ბიზნესმა საკუთარი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნება, მსგავსი თანამშრომლობა ყოველთვის კარგი შედეგის მომტანია. რეგულაციების თემა ძალიან მნიშვნელოვანია - ვმუშაობთ რეგულაციებზე, დაწყებული ნედლეულის ხელმისაწვდომობით, ამასთან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ნედლეულზე ხელმისაწვდომობას ცდილობენ. ნედლეულზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით, როცა ნარჩენებზეა საუბარი დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, ნებართვასთან, ლიცენზიასთან. კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული ნედლეულის ბრუნვა, ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, ცხადია, ნედლეულზე ხელმისაწვდომობა არ უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ბაზარი სწორად უნდა იყოს დარეგულირებული.

გვჭირდება, რომ ეტაპობრივად ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე გადავიდეთ და ჩვენს ქვეყანაში მისი გამოყენება დავიწყოთ. აღნიშნულ მიმართულებას ნაწილობრივ იყენებენ აშშ-ში და შეიძლება ითქვას მთლიანად - ევროპის ქვეყნებში", - აცხადებს მურმან პატარაია.

ცნობისთვის, ნავთობდიზელი წიაღისეული საწვავია, რომელიც მიიღება ნავთობის გადამუშავებით. ამასთან, ნავთობდიზელი ტრანსპორტში, მძიმე ტექნიკასა და აგრარულ სექტორში გამოიყენება.

ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც მზადდება მცენარეული ზეთებისაგან, ცხოველური ცხიმებისგან, ან გამოყენებული ზეთებისაგან. ამასთან, წარმოებისას ხდება ე.წ. ესტერიფიკაცია, კერძოდ ზეთისგან მიღებული ცხიმოვანი მჟავები დიზელის მსგავსი თვისებების მქონე საწვავად გარდაიქმნება.

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

გამოგვყევით